Switch language
22:42, Saturday, 16.12.2017
გახადე მთავარი დაამატე რჩეულებში Contact Site map Home
ჩვენს შესახებ

დაარღვიე სიჩუმე!

ესპანური ანდაზა ამბობს: როდესაც ღმერთი კარს კეტავს, სამაგიეროდ ფანჯარას აღებსო.

დღეს, როდესაც ქართულ მედიას დაკარგული აქვს საკუთარი ფუნქცია, მხოლოდ პროპაგანდის იარაღად არის ქცეული და სიცრუის ტირაჟირებითაა დაკავებული, განსაკუთრებით აქტუალურია თავისუფალი სიტყვის კერების შექმნა. ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი მედიისა და ინტერნეტ-მედიის, როგორც თავისუფალი სივრცის განვითარების პროცესის ხელშეწყობას. ეს რესურსიც ერთ-ერთი ასეთი ფანჯარაა.

http://www.hridc.tv/ პირველი ვიდეო პორტალია, სადაც ადამიანის უფლებებზე არსებული მასალები იქნება ერთად თავმოყრილი. ჩვენ ვთანამშრომლობთ დამოუკიდებელ სტუდიებთან, რომელთა პროდუქციაც მუდმივად დაიდება პორტალზე. ასევე, ვაწარმოებთ საკუთარ ტელე-პროდუქციას. ყველა მომხმარებელს, რეგისტრაციის შემდეგ ექნება საკუთარი ვიდეომასალის ატვირთვის შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, წამყვან მედიასაშუალებებს ჩვენთან განთავსებული მასალების უდიდესი ნაწილის საკუთარი ეთერით გაშვება არ ძალუძთ. თუმცა, სიმართლეს, რომელსაც უარყოფენ, არაფერ აკლდება. აკლდება მას, ვინც ამ სიმართლის უარყოფას ცდილობს.

ჩვენ ერთად შეგვიძლია დავარღვიოთ სიჩუმე .

უჩა ნანუაშვილი
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

ადამიანის უფლებათა ცენტრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-საიტებს: http://www.humanrights.ge/    http://www.hridc.org/  http://www.apsni.org/

ფაილის ატვირთვა ატვირთეთ თქვენი ვიდეო ჩვენს პორტალზე
ამინდი
ვალუტა